Saturday, August 21, 2010

RETURN

damn,კიდევ ერთი უაზრო დღე...რა ხდება...რატომ გაქრა ყველა და რატომ მტკივა ასე ძალიან?..ხანდახან ვცდილობ პრობლემა ჩემში დავინახო,თითქმის დარწმუნებული ვარ–ის ჩემშია,მაგრამ ვერ ვპოულობ,შესაბამისად,გამოსწორებაც არ შემიძლია...მარტო ვარ,ვერ ვიპოვნე ადამიანი რომელიც გამიგებს,რომელზეც შემეძლება ვთქვა რომ ის ჩემი სულის ნაწილია...ან იქნებ ვიპოვნე კიდეც,მაგრამ ის ძალიან შორსაა...თუმცა აქვს კი მანძილს მნიშვნელობა ასეთ დროს?ადამიანები ასე ვთქვათ,ხელიდან მეცლებიან და მათ დაბრუნებას ვერ ვახერხებ...სკოლა მომენატრა??????არა,ალბათ ადამიანები უფრო მომენატრა,ურთიერთობები.აშკარად გამოვდივარ კრიზისიდან...ამიტომაც ვიყავი ასე ჩაკეტილი და აღარც მახსოვს რამდენი ხანია სახლიდან არ გავსულვარ...გზა ხსნისაკენ ერთადერთია და მე გავურბივარ ამ გზას...რატომ?..

Tuesday, July 27, 2010

უბრალოდ პირველი პოსტი


hi all!!! დღეს ჩემი პირველი დღეა ბლოგერის ამპლუაში და ამ წუთას პირველ პოსტს ვწერ.ვწერ ისე უბრალოდ,არ ვიცი რისთვის,ან ვისთვის,ალბათ უბრალოდ ვცდილობ გაუსაძლის ყოველდღიურ  რუტინას თავი დავაღწიო.

      დავიწყებ იმით რომ ეს ბლოგი უფრო დღიურის ფუნქციას ითავსებს ჩემთვის,და გარკვეულწილად ისტორიაა–ჩემი ცხოვრების ისტორია 2010 წლიდან.ვარ უბრალო,16 წლის  ადამიანი,თუმცა რათქმაუნდა ინდივიდუალური და საკუთარი თაობისაგან ოდნავ(შეიძლება საკმაოდაც) განსხვავებული.არც თუ ისე გახსნილი და კომუნიკაბელური ვარ,თუმცა ვცდილობ რომ ვიყო,ვგიჟდები მუსიკაზე,ვუსმენ სალსას,ესპანურენოვან მუსიკას(და არა მარტო),და ჯერ ვერ ვიპოვე ვერცერთი ქართველი ვისაც ეს მუსიკა მოსწონს,არ მიყვარს "ზაგარი", და გადატყლარჭული გოგოები,სხვა სალაპარაკო თემა რომ არ აქვთ,იმის გარდა,თუ სად უკეთესია გარუჯვა.არ ვაფანატებ 15–16 წლის ღლაპებზე(უკაცრავად გამოთქმისთვის),როგორიცაა მაილი საირუსი,ჯასტინ ბეიბერი,სტერლინ ნაიტი,და ა.შ რომლებიც სცენაზე დგანან და თავის ჭკუაში მღერიან.ვერ ვიტან ფონოგრამას–უდიდეს პატივს ვცემ live-შემსრულებლებს.არ მყავს ბევრი მეგობარი,ვათანხმები გამოთქმას–ვინც ბევრის მეგობარია,არავის მეგობარი არ არის.იშვიათად,მაგრამ მაინც ვწერ ლექსებს და ხანდახან პიანინოსაც ვაწუხებ ხოლმე(შოპენზე მაბოდებს).ასე თუ ისე გამეგება ოთხი ენა(ქართული,ინგლისური,ესპანური,რუსული),თუმცა ჩემი რუსულით კაცი გაქცეულს თუ მოაბრუნებს მხოლოდ.მიყვარს ვენესუელა–ვერ ვიტან ჩავესს,რუსეთსაც არა უშავს–ვერ ვიტან პუტინ–მედვედევის დუეტს,მოკლედ რას გვიშვება ეს მთავრობა :D ...

   პირველი პოსტისათვის მგონი საკმარისია,უბრალოდ დავტოვებ ვიდეოს,რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულია http://www.youtube.com/watch?v=zGCDD83hhFQ